პროფესორ ნოდარ ჯანაშიას დაბადებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილი
I საერთაშორისო სიმპოზიუმი
ქართული თურქოლოგია
წარსული, აწმყო, მომავალი
14-15 ნოემბერი 2025
სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი, ილია ჭავჭავაძის გამზირი, I , თბილისი, საქართველო.
სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლიათ როგორც დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე მეცნიერებს, ისე დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს.
სამეცნიერო მიმართულებები:
o ფილოლოგია
o სოციოლოგია, ფსიქოლოგია, ფილოსოფია
o ისტორია, წყაროთმცოდნეობა, არქეოლოგია
o კულტუროლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა
o ეთნოლოგია, ანთროპოლოგია
o საერთაშორისო ურთიერთობები, გეოპოლიტიკა, გეოეკონომიკა
ძირითადი მოთხოვნები:
o სიმპოზიუმის სამუშაო ენები: ქართული, თურქული, ინგლისური;
o ერთ მონაწილეს შეუძლია წარმოადგინოს არაუმეტეს ორი მოხსენებისა;
o მოხსენება უნდა შეიცავდეს მეცნიერულ სიახლეს და არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ან წაკითხული სხვა სამეცნიერო ღონისძიებაზე;
o თეზისები, მოცულობით – 300-400 სიტყვა, წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ/თურქულ და ინგლისურ ენებზე;
მნიშვნელოვანი თარიღები:
სიმპოზიუმის ჩატარების თარიღი: 14-15 ნოემბერი, 2025
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 6 ოქტომბერი, 2025
განაცხადზე პასუხი - 9 ოქტომბერი,2025;
სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა – 17ოქტომბერი 2025;
პროგრამის გამოცხადება -24 ოქტომბერი, 2025.
კონფერენციის რეგისტრაციის საფასური ადგილობრივი მონაწილეებისათის:
ერთი ავტორისთვის – 80 ლარი.
თანაავტორისთვის - 120 ლარი.
დოქტორანტებისათვის -50 ლარი.
კონფერენციის რეგისტრაციის საფასური უცხოელი მონაწილეებისათის:
ერთი ავტორისთვის – 80 $
თანაავტორისთვის - 120 $
დოქტორანტებისათვის - 50 $
საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ანგარიში ეროვნულ ლარში):
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;
- მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;
- მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;
- ბანკის კოდი – TRESGE22;
- მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: ანგ.#708967499
სარეგისტრაციო თანხაში შედის:
- სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე დასწრება (14-15 ნოემბერი, 2025);
- სიმპოზიუმის ყველა სესიაზე დასწრება (14-15 ნოემბერი, 2025);
- საუნივერსიტეტო ტური;
- სიმპოზიუმის პროგრამა;
- სიმპოზიუმის მასალები;
- სერტიფიკატი;
- ყავისა და ჩაის შესვენება;
სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემდეგ, გთხოვთ, მითითებულ ვადაში დაფაროთ სარეგისტრაციო გადასახადი.
გადარიცხვისას მიუთითეთ:
მომხსენებლის სახელი, გვარი;
პირველი საერთაშორისო სიმპოზიუმი ქართული თურქოლოგია: წარსული, აწმყო, მომავალი
სიმპოზიუმის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ს/ს ინსტიტუტის თურქოლოგიის კათედრა.
მისამართი:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის V კორპუსი, ჭავჭავაძის გამზ. #36, ოთახი N 104, თბილისი, საქართველო.
დამატებითი ინფორმაცია:
მოხსენებათა თეზისები განთავსდება კონფერენციის ვებგვერდზე;
რჩეული მოხსენებების სრული ტექსტი ორმაგი ანონიმური
რეცენზირების შემდეგ დაიბეჭდება კონფერენციის ელექტრონულ
კრებულში.
თეზისები და მოხსენების სრული ტექსტი უნდა მომზადდეს APA
სტილის დაცვით.
სიპოზიუმის ვებგვერდი: https://turkology.tsu.ge/ka
იხ. სტატიის შედგენისა და გაფორმების წესი
სიმპოზიუმთან დაკავშირებული კითხვებისთვის მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე:
info.turkology@tsu.ge
პატივისცემით,
სიმპოზიუმის საორგანიზაციო კომიტეტი